ბათუმში სადარბაზოების დეზინფექცია მიმდინარეობს

ბათუმში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. მიმდინარეობს სადარბაზოების ერთჯერადი დეზინფექცია. სამუშაოები უკვე 850-მდე კორპუსს ჩაუტარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბათუმის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, იმ შემხთვევში თუ მოსახლეობას დეზინფექციის განმეორებით ჩატარების სურვილი ექნება,  მათ შესაბამის სამსახურებს თხოვნით უნდა მიმართონ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3, კარანტინში იმყოფება 2956 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 291.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გუშინ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები