მეუფე ანდრია: მანძილი დავიცვათ, რათა არ მივცეთ ურწმუნოებს საშუალება ეკლესიის დადანაშაულებისა

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ჯვრისთაყვანისცემის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ლოცვა ჩვეულებრისამებს ჩატარდა.
საკათედრო ტაძარში თავად გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია ( გვაზავამ) იქადაგა . საეკლესიო ლიტურგიის დროს მეუფე ანდრიამ მრევლებს ერთმანეთისგან დისტანციისკენ მოუწოდა.

,,მანძილი დავიცვათ ადამიანებს შორის, იმისათვის, რომ არ მივცეთ ურწმუნო ადამიანებს საშუალება, ეკლესიის დადანაშაულებისა. ზიარების დროსაც დავიცვათ მანძილი და მშვიდად, ორგანიზებულად ყველა ეზიარება. ვიყოთ მაგალითი სიმშვიდის, მაგალითი იმ წესების დაცვის, რომელიც არის შემოთავაზებული ჯანდაცვის მუშაკების მიერ.
მზად ვართ კორონავირუსით ინფიცირებულები და კარანტინში მყოფი ადამიანები ადგილზე ვაზიაროთ. ჩვენ სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ინფიცირებულებსაც შევუთვალეთ, რომ მივიდოდით საზიარებლად, თუმცა ისინი სხვა აღმსარებლობის აღმოჩნდნენ”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ გვაზავამ

“დღეს ჩვეულებრივად ვიყავი წირვაზე. მე პირადად არაფრის არ მეშინია. უფლის სახლში რა უნდა სნეულებას. ჩვენ, მრევლი, მზად ვართ მივიღოთ ზიარებაც და საერთოდ არ გვაქვს შიშის განცდა. როდესად საუბარია დისტანციურ ზიარებაზე და ა.შ ჩვენთვის ეს ყოვლად მიუღებელია”, –  განაცხადა ნატალია ლიპარტელიანმა.

შეგახსენბეთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3, კარანტინში იმყოფება 2956 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 291.
ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნისთ, გუშინ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები