მეუფე გერასიმე: მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პირობებში, როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ

,ერთია სახელმწიფოს დამოკიდებულება და მიდგომა, მეორეა ეკლესია. არავინ არ ელოდება ასეთ სწრაფ რეაგირებას და სინოდის შეკრებას არ გამოვრიცხავ – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მეუფე გერასიმეს თქმით,  სასულიერო პირებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მისივე თქმით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საპატრიარქო ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
,,ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო სასულიერო პირებისთვის და მღვდელმთავრებისთვის, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ. დღეს ყველა ტაძარში არის წირვა-ლოცვა და ალბათ ძალიან გამიჭირდება მრევლის ინფორმირება, რომ ახალი რეგულაციები შემოვიდა. ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პირობებში, რანაირად უნდა იმოქმედოს ეკლესიამ,”- გამაცხადა მეუფე გერასიმემ.
მისი თქმით,ეკლესია არ დაიხურება, ხოლო დღეს საკვირაო წირვის შემდგომ კი უწმინდესთან ერთად გადაწყდება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები