რუსთავში მოხალისეებს სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვის საკვები ადგილზე მიაქვთ

რუსთავში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის დასრულებამდე, ქალაქში არსებული ოთხივე სოციალური სასადილოდან, ხანდაზმულ და დაავადების რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, საკვებს მოხალისეები სახლში მიუტანენ.

რუსთაველ მოხალისეებს ქალაქის მერი – ირაკლი ტაბაღუა და გოჩა ლორია შეხვდნენ და მადლობა გადაუხადეს იმ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ მოხალისეთა რეგისტრაციის გამოცხადებისთანავე გამოიჩინეს. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.

,,პირველ რიგში მადლობას ვუხდი ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს. ჩვენ კორონავირუსის პირველი შემთხვევისთანავე დავიწყეთ მოხალისეთა მობილიზება, შევქმენით ერთი ჯგუფი მუნიციპალიტეტის ძალებით და ცალკე გამოვაცხადეთ ონლაინ რეგისტრაცია. აქტივობა რუსთაველი ახალგაზრდების მხრიდან ძალიან მაღალი იყო და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ ამისთვის, რადგან დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება, რომ ყველამ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ,
გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დავადებათა კონტროლის ცენტრი გვაძლევს და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ახლა თანადგომას. კოორდინირებულად ვიმუშავებთ ლიბერთი ბანკის რუსტავის ფილიალებთანაც, რადგან დღეს სოციალურად დ აუცველებს სახელწიფოს ფულადი დახმარება ჩაერიცხათ და აქაც დაავადებატა კონტროლის ცენტრის მიერ რეკომენდირებული სოციალური დისტანციის დაცვა იქნება საჭირო“-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები