ბაღდათში მოხალისეები უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სახლლში საკვების მიტანით უზრუნველყოფენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფი ყოფელდღიურ, რეჟიმში აქტიურად მუშაობს.

მოხალისეები ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ყოველდღიურად ეხმარებიან მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე. უფასო სასადილოს ხანდაზმულ ბენეფიციარებს კი საკვების შინ მიტანას უზრუნველყოფენ.
ასევე, მოხალისეთა მიერ პერმანენტულად, სასურსათო მაღაზიების სანიტარული ნორმების მონიტორინგი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების გაცნობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები