სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 266 ადამიანი რჩება

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში – 266 ადამიანი იმყოფება-  ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, ნანა ოდიშარიამ მიაწოდა. მისი თქმით ამ ეტაპზე, ზედამხედველობის ქვეშაა – 47 პირი, კარანტინში კი – 29 ადამიანია, მათ შორის 17 რეგიონიდან იქნა გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში, რადგან მათ იზოლაციისთვის საჭირო პირობები არ გააჩნდათ.
რეგიონში ქალაქების მიხედვით მდგომარეობა ასეთია:
ზუგდიდში – 47 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 20, კარანტინში რჩება – 7.
აბაშაში – 28 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 6, კარანტინში რჩება – 2.
ფოთში – 51 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -1, კარანტინშია- 6.
მესტიაში – 2 პირია თვითიზოლაციაში, მოხსნილია – 4, კარანტინშია -2.
მარტვილში – 25 პირია თვიზოლაციაში, მოიხსნილი -3, კარანტინშია-1.
წალენჯიხაში – 35 პიროა თვითიზოლაციაშია, ზედამხედველობიდან მოიხსნა -4, კარანტინშია – 2.
ჩოროწყუში – 22 პირია თვიზოლაციაში, მოიხსნილია – 1, კარანტინშია – 6.
სენაკში – 31 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 3. კარანტინშია -1.
ხობში – 25 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -5, კარანტინშია – 1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები