გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა – მათგან ერთი სამხედრო მოსამსახურეა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორ სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადეს, ორივე დაინფიცირებული დაკავშირებულია საფრანგეთთან. ერთერთი მათგანი სამხედრო მოსამსახურე-იუნკერია. იუნკერი საქართველოში საფრანგეთიდან 16 მარტს ჩამოვიდა და ის საკარანტინე სივრციდან 18 მარტს დაბალი ტემპერატურით, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. რაც შეეხება მეორე ინფიცირებულს, ის საფრანგეთიდან 20 მარტს დაბრუნდა და აეროპორტიდან პირდაპირ გორის სამხედრო ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი.