ონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

ახალი COVID-19 ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ონის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ასევე, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 თებერვლიდან, საქართველოს მთელი მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შენობებში, ბაზრების ტერიტორიებსა და სხვა დაწესებულებებში აქტიურად ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები