ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან – არიან დაშავებულები
გორთან ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, მათ უკან მომავალმა, მესამე ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ “გორმედის” კლინიკაში გადაიყვანა.
“გორმედის” ქსელის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.
“გორმედში” შემოყვანიია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებები აღენიშნება. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი რჩებიან სტაციონარში. პაციენტებს აღენიშნებათ ქალა ტვინის დაზიანებები, რაც ტვინის შერყევითაა გამოხატული”, – განაცხადა მერაბ მაისურაძემ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.