გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინე სივრცეში უცხოეთიდან ჩამოსული15 სამხედრო მოათავსეს
გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინე სივრცეში 15 სამხედრო პირი მოათავსეს. ისინი ევროპის ერთ-ერთი ქყევყნიდან არიან ჩამოსულები. როგორც სამხედრო პოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა განაცხადა, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.
ცნობისთვის, როტაციის დროს გორის სამხედრო ჰოსპიტალი 28 პირმა დატოვა. აქედან 12 – თვითზოლაციაში, ხოლო 15 სხვა საკარანტინო სივრცეში იქნა გადაყვანილი, 1 კი სახლში გაეწერა. რაც შეეხება ახალ ნაკადს, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინე სივრცეში 31 პირია მოთავსებული.
სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის, ჰოსპიტალში სულ 60 პირს აკვირდებიან აქედან 30 სამხედრო მოსამსახურეა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1925 ადამიანი იმყოფება, 271 კი – სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.