კახეთიდან თბილისის ინფექციურში 3 მოქალაქე დაგაიყვანეს
თელავის მუნიციპალიტეტის საკარანტინე სივრციდან ახალგაზრდა მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.
მისივე თქმით, ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც არც თვითიზოლაციაში და არც კარანტინში იმყოფებოდა, თელავის კლინიკას დაბალი ტემპერატურითა და ყელის წვის ჩივილებით მიმართა. ხიზანიშვილის განმარტებით, თავის დაზღვევის მიზნით, მას კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდება.
„თელავში მცხოვრებისთვის სინჯის აღება აუცილებელი გახდა, მას აღენიშნება დაბალი ტემპერატურა და ყელის წვა. დაზუსტება აუცილებელია და მას აუღეს სინჯი. აქვს თუ არა კორონავირუსი, მოგვიანებით გახდება ცნობილი“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
ხიზანიშვილის ინფორმაციითვე, საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის გამშვები პუნქტი გადმოკვეთა საქართველოს ორმა მოქალაქემ, რომელიც, ტემპერატურის გამო, ასევე თბილისის ინფექციურში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელებული,კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 271 ადამიანი გადის.