ბანგლადეშში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. შენობები დაზიანდა მრავალ რაიონში, მათ შორის მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ დაკაში.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დილის 10:38 საათზე ნარსინგდის ქალაქთან ახლოს, დაკადან დაახლოებით 33 კილომეტრში მოხდა.
მედიის ცნობით, ბიძგები, ასევე, იგრძნობოდა მეზობელი ინდოეთის აღმოსავლეთ შტატებში, რომლებიც ბანგლადეშს ესაზღვრებიან.