რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებმა ვარკეთილის მიმართულებით გადაადგილება დროებით შეწყვიტა
რუსთავში, მგზავრთა სიმცირის გამო, ვარკეთილის მიმართულებით მიკროავტობუსებმა გადაადგილება დროებით შეწვიტეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს, ვარკეთილის ხაზი ამ ეტაპზე მოძრაობას წყვეტს.
“მგზავრების სიმცირის გამო, შეწყდა მიკროავტობუსების გადაადგილება ვარკეთილის მიმართულებით. ამ ეტაპზე, მხოლოდ 5 ხაზი მუშაობს მიკროავტობუსთა შეზღუდული რაოდენობით”, – თქვა სოფო ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიკროავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვები დაწესდა რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებზეც და 11 ხაზიდან 5-ის მოძრაობა აიკრძალა.