ბოლო მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 176 ადამიანი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 176 ადამიანი იმყოფება – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

„რაც შეეხება კონკრეტულად ქალაქების მიხედვით, ციფრები ასე გამოიყურება: ფოთი – 39, ზუგდიდი- 27, სენაკში -27, აბაშა – 18, მარტვილი-16, წალენჯიხა- 23, ჩხოროწყუ- 9, ხობი -16, მესტიაში კი 1 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში”, – თქვეს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.
ცენტრის ინფორმაციით, თვთიზოლაციის ვადის 26 ადამიანს ამოეწურა, ამ ხნის განმავლობაში არცერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოვლენიათ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან კი საკარანტინო ზონაში 9 პირია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1 პირი. კარანტინის რეჟიმში – 1592 პირი რჩება და 262 – მოქალაქე სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები