რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებს დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. აღნიშნულ ინფორმაციას სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
“რეგულარულად ტარდება სატრანსპორტო საშუალებების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. ეს ხსნარი პრევენციას აკეთებს, რომ მომავალში არ გავრცელდეს მიკრობები და ვირუსები მიკროავტობუსში”- აცხადებენ კომპანიაში.