ამბროლაურის მერიაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, მერიაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნის ექიმებთან და ა(ა)იპი ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ-ეპოდემიოლოგ ნატო დვალთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდნენ.

ექიმ-ეპოდემიოლოგმა, ნატო დვალმა იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას COVID-19 ვირუსის გამო. მან ინფორმაციის სახით უბნის ექიმებს მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედ პერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა უბნის ექიმებს სთხოვა აქტიურად ითანამშრომლონ მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, ხოლო თავის მხრივ მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მზადყოფნას გამოთქვამენ ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში კოორდინირებულად იმუშაონ და გვერდით დაუდგენ უბნის ექიმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები