ირაკლი ჩიქოვანი: სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ინფორმაცია მოგვაწოდონ, თუ რით არიან მზად, მოხალისეობრივად გვერდით დაუდგნენ სახელმწიფოსა და საზოგადოებას

“ძალიან ბევრი ბიზნესმენი გამოეხმაურა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, გამოთქვეს სურვილი, რომ, მათი საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სერვისები შემოგვთავაზონ და დაახმარონ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ისე – საზოგადოებას”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომუნიკაციისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება.

“აღმოჩნდნენ ადამიანები, ვინც მზად არიან, გვერდში დაუდგენ სახელმწიფოსა და საზოგადოებას და საზოგადოებრივი სიკეთე მივიღოთ ყველამ ერთად. ძალიან ბევრი ბიზნესი გამოეხმაურა ამ ვითარებას და, შესაბამისად, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ, მათი საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სერვისები შემოგვთავაზონ და დაეხმარონ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ისე – საზოგადოებას. ამიტომაც, შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, კომუნიკაციის შესაძლებლობა, სადაც ყველას ექნება საშუალება იმისა, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რითი არიან მზად მოხალისეობრივად გვერდით დაუდგნენ სახელმწიფოსა და საზოგადოებას. ამის კოორდინაციას მოახდენს ბიზნესომბუდსმენი, ბატონი მიხეილ დაუშვილი და მივიჩნევთ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი და კარგი წამოწყება”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები