საქართველომ დღეიდან სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აკრძალა

დღეიდან, 18 მარტის 00:00 საათიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი ექნებათ, შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები