ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან, კორონავირუსთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, მერებისგან ​ სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, პარკები , სკვერები და საზოგადოების თავშეყრის ადგილები. შეხვედრაზე ასევე, რეგიონებში 2020 წლისთვის დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები