ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, კორონავირუსის გამო, მარტის ბოლომდე დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, კორონავირუსის აფეთქების გამო, მარტის ბოლომდე დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა.
ამის შესახებ ასამბლეის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საუბარია 10 მარტს პარიზში დაგეგმილ სამართლის საკითხთა კომიტეტების სხდომაზე; 12 მარტს ასევე პარიზში სოციალურ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე; 16 მარტს კულტურის საკითხთა კომიტეტების სხდომაზე; 20 მარტს თანასწორობის საკითხზე სხდომაზე; ასევე 30-31 მარტს ანკარაში დაგეგმილ მონიტორინგის საკითხთა სხდომაზე.
გადაწყვეტილება განპირობებულია ასამბლეის წევრების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვით, ასევე, კორონავირისუსის გავრცელების პრევენციით.
რაც შეეხება ასამბლეის მომდევნო პლენარულ სესიას, ანუ მოხდება თუ არა მისი 20-24 აპრილს ჩატარება – საკითხი მოგვიანებით გადაწყდება.