სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბრაინ კინგსს შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი , USAID -ის პროექტ “ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელს ბრაინ კინგს, მის წარმომადგენლებს და ასევე, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის შემოქმედებით ხელმძღვანელს ანა შანშიაშვილს შეხვდა.
მხარეებმა ტურიზმის სფეროში განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს და პერსპექტიულ გეგმებზეც გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ვარძიაში დაგეგმილ ტრადიციული რეწვის ფესტივალზე გაკეთდა.
რეწვის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება , სამცხე-ჯავახეთის რეგიონისათვის, უკვე ტრადიციად იქცა. აღნიშნული ფესტივალი ახალციხის ციხეზე 2018-2019 წლებში გაიმართა, ხოლო საერთაშორისო რეწვის ფესტივალი 2020 ვარძიის კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსში დაიგეგმა. ფესტივალზე ადგილობრივი და მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატები გამოფენა-გაყიდვას მოაწყობენ.
სამუშაო შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) ხელმძღვანელი ესწრებოდა .