ცაგერის მუნიციპალიტეტსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის მიზნით შეხვედრა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი –  ავთანდილ უგრეხელიძე, მოადგილე – გიორგი მახათაძე და საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი გუგავა ჩეხეთის რესპუბლიკის არასამეწარმეო ორგანიზაცია “გამოცდილების გაზიარების ცენტრის” (Experience sharing Centre) და ფონდ “აფხაზინტერკონტის” წარმომადგენლებს შეხვდნენ.

“გამოცდილების გაზიარების ცენტრი” დაინტერესებულია, საქმიანი კავშირები დაამყაროს ჩეხეთის რესპუბლიკასა და ცაგერის მუნიციპალიტეტს შორის. თანამშრომლობის მიზანია დელეგაციების შორის გაცვლითი ვიზიტები, ევროპული გამოცდილების გაზიარება და მუნიციპალიტეტის სტრატეგიის გეგმების განხორციელებაში დახმარება.

ორივე მხარემ ურთიერთანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. სტუმრებმა, ადგილობრივებთან ერთად, ცაგერის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები