თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სასტუმრო “შერატონთან” ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
​როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
​შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები