ხობის ძალოსნობის ჯგუფს სპორტული ინვენტარი გადაეცა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებო საზოგადოებრივ ცენტრს“ საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ძალოსნობის ჯგუფი 2018 წლიდან ფუნქციონირებს და სპორტის ამ სახეობას 12 მოსწავლე ეუფლება.
ჭალადიდში ძალოსნობის ჯგუფს ინვენტარი საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენელმა, გოჩა ჩიქოვანმა გადასცეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები