ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ პალატაში იტალიიდან ჩამოსული კიდევ 5 პაციენტი მოათავსეს
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ პალატაში იტალიიდან ჩამოსული კიდევ 5 პაციენტი მკურნალობს. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე აცხადებს, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ შეიყვანეს.
„გუშინ დილით მოვიდა ერთი პაციენტი, რომელიც საქართველოში 25 თებერვალს ჩამოვიდა, მან იტალიის რამდენიმე ქალაქში იმოგზაურა. წუხელ კი ასევე იტალიიდან ჩამოსული 4 მგზავრი აეროპორტიდან შემოიყვანეს. თითოეულს რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. მოთავსებულები არიან ბოქსირებულ პალატაში. ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში დილით ადრე გადაიგზავნა“, – განაცხადა ნადირაძემ.