არჩილ თალაკვაძე: საქართველო-სომხეთს შორის აქტიური ურთიერთობაა, იზრდება ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო-სომხეთს შორის აქტიური ურთიერთობაა, იზრდება ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებაც.

„ვფიქრობ, რომ სომხეთის მხარდაჭერა და სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე ერთმანეთს დავუდასტურეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა. ჩვენს ქვეყნებსა და მოქალაქეებს შორის ძალიან აქტიური ურთიერთობებია, მათ შორის იზრდება ტურიზმი, ეკონომიკური აქტივობა.
​ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კოორდინაციასა და ერთობლივ ნაბიჯებზე, რაც გადაიდგა. პრემიერმინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა ამ თანამშრომლობის დონისა და ინტენსივობის გამო. ვფიქრობ, რომ პრობლემები, რომლებიც არის რეგიონში, საჭიროებს ნამდვილად კარგ პოლიტიკურ კოორდინაციას და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს“, – დასძინა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები