ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაგრძელება სტრატეგიულ ჭრილში წარმოგვიდგენია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. როგორც სომხეთის პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა ბოლო დროს სხვა დონეზე გადავიდა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კიდევ უფრო გამყარდება.

“დიდი მადლობა ოფიციალური ვიზიტით მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. ჩვენს ქვეყნებს ღრმა კულტურული ეკონომიკური და ისტორიული კავშირები აქვთ. ჩვენ ათასწლეულებია, გვერდიგვერდ ვვითარდებით. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაგრძელება სტრატეგიულ ჭრილში წარმოგვიდგენია. ჩვენ გვაქვს ურთიერთობების უფრო ფართო განვითარების შესაძლებლობები და სფეროები. ჩვენს ურთიერთობებს, რეგიონული თვალსაზრისით, მეზობლებს შორის საქართველოსთან, განსაკუთრებულ ჭრილში განვიხილავთ. ჩვენი ხალხების ურთიერთობის განვითარების კიდევ უფრო გამამყარებელ ფაქტორად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების გზა. აღნიშნული გარემოება, სხვა მრავალ გარემოებასთან ერთად, ჩვენი განვითარების კიდევ ერთი ქვაკუთხედია. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოსთან ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდა და გვჯერა, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ ჩვენი შეთანხმებების ყველა პუნქტს ვახორციელებთ. თბილად ვიხსენებ ჩვენს პირველ შეხვედრას ერევანში. დიდი სიამოვნებით ვსტუმრობ საქართველოს და ჩვენი შეხვედრები არის ის საფუძველი, რაც ჩვენს ორ ხალხს კიდევ უფრო აახლოებს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები