კასპის პროფესიული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
კასპში მიმდინარე წლის შემოდგომაზე პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და ორიენტირებული იქნება რეგიონში მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროფესიების – სამშენებლო და სოფლის მეურნეობის მიმართულებების შესწავლაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით გორის სასწავლო უნივერსიტეტში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი ესწრებოდნენ.
პროფესიული სასწავლებელი დუალურ მეთოდოლოგიას დაეფუძნება, შესაბამისად მოსაზრებებისა და ინიციატივების გაზიარების მიზნით, შეხვედრაზე სხვადასხვა კომპანიის, კერძო და აგროსექტორის წარმომადგენლებმა მიიღებს მონაწილეობა.
“შემოდგომისთვის კასპში პროფესიული სასწავლებლის გახსნა იგეგმება, რეგიონს ნამდვილად სჭირდება პროფესიონალი კადრები, ამიტომ ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ვითანამშრომლოთ შესაბამის ორგანიზაციებთან თუ კერძო პირებთა”, – აღნიშნა რწმუნებულმა.