ზაალ ანჯაფარიძე: “ნაციონალები” და მათი განშტოებები ზნეს არ იცვლიან, შეხვედრიდან გამოსულებმა ტყუილების და ლანძღვის კორიანტელი დააყენეს

მმართველი პარტია თანხმდება პრინციპს, რომ 40% -ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში, არავის ექნება მარტოდმარტო მთავრობის დაკომპლექტების საშუალება, თუმცა მგონია, რომ ამაზე არ წავა ოპოზიცია და ამას გააკრიტიკებს სამოქალაქო სექტორი იტყვიან, არც 40 – 41% არ არის საკმარისი მთავრობის შესაქმნელადო,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ,,ნაციონალები“ და მათი განშტოებები ზნეს არ იცვლიან.

,,დღეს თითქოს გვირაბის ბოლოს შუქი გამოკრთა საარჩევნო სისტემაზე დიალოგის აღდგენაზე. თუმცა, ნიშანდობლივი იყო ერთი რამ – “ნაციონალები” და მათი განშტოებები ზნეს არ იცვლიან. შეხვედრიდან გამოსულებმა ტყუილების და ლანძღვის კორიანტელი დააყენეს და სხვა ოპოზიციონერთა კორექტულობის ფონზე, ეს აშკარად და ცუდად თვალში საცემი იყო. ახლა კი მთავარი, მმართველი პარტია თანხმდება პრინციპს რომ 40% -ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში, არავის ექნება მარტოდმარტო მთავრობის დაკომპლექტების საშუალება. ეს მნიშვნელოვანი კომპრომისია შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში და დასავლელ პარტნიორებს ვფიქრობ ეს ინიციატივა მოეწონებათ, თუმცა მგონია, რომ ამაზე არ წავა ოპოზიცია და ამას გააკრიტიკებს სამოქალაქო სექტორი. იტყვიან რომ არც 40% ან 41% არ არის საკმარისი მთავრობის შესაქმნელადო“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები