ძიძიგური: თუ სამპროცენტიანი ბარიერის თემა მოხსნილი იქნება, გარკვეული პარტიები იმ ლოკომოტივს ჩამოშორდებიან, რასაც „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ჰქვია

დეპუტატის, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, თუ მოხსნილი იქნება სამპროცენტიანი ბარიერის თემა, გარკვეული პარტიები იმ ლოკომოტივს ჩამოშორდებიან, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხელ სააკაშვილი ჰქვია. ამის შესახებ ძიძიგურმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„100/50 არის გაცილებით უარესი, ვიდრე იყო შეთავაზებული, მაგრამ ეს არის არსებულზე უკეთესი, რადგან არის უფრო მეტი პროპორციული შემადგენლის წილი. თუკი ბარიერთან დაკავშირებითაც მოხსნილი იქნება სამპროცენტიანი ბარიერის თემა, ასეთ შემთვევაში პატარა პარტიებისთვის იქნება სავსებით რეალური, რომ მათ გადალახონ ეს ბარიერი საკუთარი ძალებით, საკუთარი რესურსებით. ეს გარკვეული პარტიების იმ ლოკომოტივიდან ჩამოშორებას გამოიწვევს, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხელ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ იმიტომ არის ეს ოპოზიციური ერთობა შეკრებილი, იმიტომ ჩადიან უკრაინაში და იმიტომ ხდება მასთან რაღაცა მომავალი პოლიტიკური ცხოვრების ვარიანტების განხილვა, რომ ფაქტობრივად, სხვა შანსი პატარა პარტიებს არ აქვთ, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოხვდნენ და რაიმე ტიპის პოლიტიკურ ბერკეტს დაეუფლონ.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პოზიტიური გადადგმული ნაბიჯი წაადგება ქვეყნის წინასაარჩევნო სიტუაციის დამშვიდებას. მშვიდ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები არის შემდგომში სტაბილური განვითარების შესაძლებლობა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები