კობა კობალაძე: ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, საარჩევნო სისტემაზე საუბარი გადაიტანოს არა პრაგმატულ ქმედებაში, არამედ ისტერიაში

ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს ,საარჩევნო სისტემაზე საუბარი გადაიტანოს არა პრაგმატულ ქმედებაში, არამედ ისტერიაში, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა კობალაძემ განაცხადა.

კობალაძე საარჩევნო სისტემის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის საკითხს გამოეხმაურა.

„რაც შეეხება იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის წინააღმდეგია ხელისუფლება, ეს აბსურდია. თუ ვინმე პრაგმატულად და აზრობრივად რამეს სთავაზობდა , თუ ვინმე გარკვეულწილად დათმობაზე მიდიოდა და სურვილი ჰქონდა ოპონენტებთან არა ისტერიის, არამედ საუბრის პრაგმატულ რეჟიმში გადაეყვანის, ეს არის ხელისუფლება.

ხელისუფლებამ დიალოგის რეჟიმში ოპოზიციას შესთავაზა მოდელი 100/50-ზე. ჩვენი ოპონენტები საუბრობენ რომ ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში, აქვთ უნარი მოიპოვონ გამარჯვება. მიუხედავად ამისა, ისინი ყველანაირად ცდილობენ, ეს საუბარი გადაიტანონ არა პრაგმატულ ქმედებაში, არამედ გადაიყვანონ ისტერიაში.

ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად, დემოკრატიულად. საზოგადოება საკმაოდ გაზიარდა და ზუსტად იცის, თავისი არჩევანი“, – გაანცხადა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები