საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა.

სალომე ზურაბიშვილმა წარმატებული კადეტები დააჯილდოვა და იმ ლიტერატურულ პერფორმანსს დაესწრო, რომლითაც კადეტებმა დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს.

 1921 წლის 25 თებერვალს, რუსულმა წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს არჩეული ხელისუფლება დაამხო. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები