მიწის რეფორმის შესახებ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ონში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის რეფორმის ფარგლებში, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიის წევრები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და საჯარო მოხელეები, რომელთა სამსახურებრივი მოვალეობას მიწის კანონმდებლობაზე მუშაობა შეადგენს.
ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით.