საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, ცხომარეთისა და სარეკის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა. შეხვედრა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის”ფარგლებში გაიმართა.
სოფელ მოხვაში წყალმომარაგებისათვის სასმელი წყლის მილებისა და პლასტმასის ავზების შეძენა მოხდება და ასევე, შემოიღობება ამბულატორიის წინ შესასვლელი. პროექტების განსახორციელებლად 12 000 ლარია გამოყოფილი.
სოფელ ცხომარეთში, უზუნთის უბანში, სპორტული მოედნის მოწყობა და ამბულატორიული მომსახურებისთვის ფართის მოწყობა მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა იყო. ორივე პროექტის განსახორციელებლად 10 000 ლარია განსაზღვრული.
რაც შეეხება სოფელ ქვემოხევს, შიდა საუბნო გზაზე რკინაბეტონის საფარი მოეწყობა, რისთვისაც 10 000 ლარია გათვალისწინებული.