დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-მალაიზიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. მათ შორის, ხაზი გაესვა პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას, თუმცა, აღინიშნა რომ უნდა გააქტიურდეს ძალისხმევა მათი კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. ამ კონტექსტში ბ-ნმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და მიღწეულ შედეგებზე, ასევე შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალ პოზიციებზე.
საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხსაც.
მალაიზიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე.
საერთაშორისო ფორმატში თანამშრომლობის ფარგლებში, მალაიზიის პარლამენტის სპიკერი მიესალმა საქართველოს სურვილს ASEAN-თან და AIPA -სთან ურთიერთობების გააქტიურების შესახებ და აღნიშნა რომ მალაიზია მხარს უჭერს საქართველოს აღნიშნული მიმართულებებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები