ბოლნისში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილეებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ რატევნის, ზვარეთისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა.

სოფელ რატევანში  ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სასაფლაო შემოიღობება, ზვარეთში რიტუალების სახლამდე მისასვლელი გზა კეთილმოეწყობა, ქვემო ბოლნისში კი გარე განათების ქსელის მოწყობა  დასრულდება.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით, სოფლის კრებები აქტიურად მიმდინარეობს. ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთებას შევძლებთ. მოსახლეობა თავად არჩევს მათ სოფლებში რა პრობლემები უნდა მოგვარდეს, ეს ჩართულობა კი ვფიქრობ, პროგრამის ეფექტურობას უზრუნველყოფს, რაც პროექტს მეტად საჭიროს ხდის. დღეს სამ სოფელში ჩატარდა კრებები და გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელიც წელს აუცილებლად დროულად განხორციელდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ წელთან შედარებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით, 50-ის ნაცვლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულება აიღო და ჯამში მთელ მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 1 428 000 ლარი დაიხარჯება“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები