ლევან დავითაშვილი უკრაინის, ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს მეღვინეობის სექტორის განვითარების საკითხებზე ესაუბრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის, ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს, იური გუსევს შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა იმ სახელმწიფო პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის ხორციელდება და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ქვეყანაში მეღვინეობის სექტორის განვითარების საკითხებს.

როგორც იური გუსევმა აღნიშნა, ქართულ ღვინოს მსოფლიო ასპარეზზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მეღვინეობის სექტორის განვითარების ქართული გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

საუბარი ხორბლის წარმოების და კვების მრეწველობაში გადამამუშავებელი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები