ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო

ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული ქართველი კინორეჟისორის, გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის  ოჯახს.
გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიორგი შენგელაია 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მას გადაღებული აქვს ისეთი ფილმები როგორებიცაა: „ალავერდობა“, „მაცი ხვიტია“, „ფიროსმანი“, „ვერის უბნის მელოდიები“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „ხარება და გოგია“ და სხვა.
გიორგი შენგელაიას ფილმები აღიარებული იყო არა მხოლოდ რეჟისორის სამშობლოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. იგი მფლობელია არაერთი პრესტიჟული ჯილდოსი – მათ შორის არის „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის ბერლინის საერთაშორსო კინოფესტივალზე, ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი, ბრიტანული კინოინსტიტუტის, ბერგამოსა და სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები