კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის – ITB China 2026-ის ოფიციალურ გახსნამდე, შანხაიში, საქართველოს სახელით გამართულ გალა-მიღებას დაესწრო

კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის – ITB China 2026-ის ოფიციალურ გახსნამდე, შანხაიში, საქართველოს სახელით გამართულ გალა-მიღებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი.

„საღამოს ოფიციალური ნაწილის ფარგლებში, სტუმრებს სიტყვით მიმართეს Messe Berlin-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ რუცმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ალიანსის (WTA) გენერალურმა მდივანმა, ჯენ ჰაომ.

გალა-მიღების კულტურული ნაწილი, რომელსაც დავით ალადაშვილი უძღვებოდა, ქართული კულინარიისა და გასტრონომიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციების წარმოჩენას დაეთმო. სტუმრების წინაშე ქართული მრავალხმიანობისა და ტრადიციული ცეკვის გამორჩეული ნომრებით ანსამბლი „რუსთავი“ წარსდგა.

გალა-მიღებას 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო.

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ჩინეთის ბაზარზე საქართველოს, როგორც უნიკალური კულტურის, უძველესი გასტრონომიული ტრადიციებისა და მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები