საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური და მინისტრი სასკოლო ინფრასტრუქტურას გაეცნენ და მასწავლებლებს შეხვდნენ.
600-ზე მეტ მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად განახლდა სასწავლო სივრცეები; მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური ლაბორატორია, გარე მოედანი და სააქტო დარბაზი.
შენობაში დამონტაჟდა ლიფტი; გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსათვალთვალო სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირდება სკოლის სტადიონიც.
ისტორიული სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.