კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს და სამუზეუმო წელი შეაჯამეს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ჯამბურიამ, სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.
“თინათინ რუხაძემ სამუზეუმო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „წლის მუზეუმელის“ ჯილდო 20 მუზეუმელს გადასცა.
დაჯილდოებულთა შორის არიან:
ირაკლი ზამბახიძე – სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე;
ქეთევან ბაიაშვილი – სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების საკითხებში;
ლალი ხოსიტაშვილი – სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო პროგრამების სამმართველოს უფროსი;
ლალი ჭითანავა – სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფისა და ეთნოგრაფიის ფონდის მცველი;
სოფო კოტრიკაძე – სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების საგამოფენო დარბაზების სპეციალისტი;
მარიკა პირველი – სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმის ფონდის მთავარი მცველი;
ნიკა ჯოლოგუა – სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრის მენეჯერი;
ნანა რუსიშვილი – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლ. დავითაშვილის სახელობის პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ჟანნა სარუხანოვა – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეის ფონდის კურატორი;
ელდარ ნადირაძე – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოლოგიისა და ისტორიის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
მარინა დგებუაძე – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდის კურატორი;
ჯუმბერ დვალი – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დაცვა-აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
რუსუდან ჯაფარიძე – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მმართველი;
იროდი მჭედლიშვილი – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გრემის მუზეუმის ექსკურსიამძღოლი;
ნარგიზა ხუხია – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ექსპოზიციის მეთვალყურე;
ვლადიმერ თაქთაქიძე – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ფონდის მცველი;
გიგუცა თათრიშვილი – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ექსკურსიამძღოლი;
ნანა ფირანიშვილი – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ატრიბუციის სპეციალისტი;
ციცინო მუმლაძე – სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერ და ძველნაბეჭდ წიგნთა კოლექციების განყოფილების კურატორი;
მზია ზარნაძე – სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფოტო-ფონო ფონდისა და ახალი ისტორიის განყოფილების კურატორი.
„სასიხარულოა, რომ საქართველო აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო სამუზეუმო კვირეულში, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მუზეუმები განსაკუთრებულ პროგრამებს სთავაზობენ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს წლის მუზეუმელები დავაჯილდოვეთ, რითაც მრავალწლიანი შრომისთვის მადლობა გადავუხადეთ ადამიანებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნეს და მომავალ თაობებს შეუნახეს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძური.
ქვეყანაში მიმდინარეობს მასშტაბური სამუზეუმო რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც მუზეუმების განვითარებას, ისე მუზეუმის თანამშრომლების როლის მეტად წარმოჩენასა და დაფასებას, რადგან ყოველწლიურად, სწორედ ეს ადამიანები მასპინძლობენ მილიონობით ვიზიტორს და მნიშვნელოვან, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებს ახორციელებენ. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჩართულობა მსოფლიო მნიშვნელობის კვლევაში, რომელიც ხორბლის 8000 წლიან ისტორიას ეხება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თბილისისა და რეგიონული მუზეუმების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
მიმდინარე წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეული საქართველოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღინიშნა.
მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წელს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით დაარსდა და იგი ყოველი წლის 18 მაისს, საზოგადოებაში მუზეუმის მნიშვნელობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით აღინიშნება,”- წერია ინფორმაციაში.