ირაკლი კობახიძე – 26 მაისს „ნაციონალებმა” რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მოწყობა, ეს მათ თავხედობაზე მეტყველებს, ყველას ახსოვს, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს, პირდაპირი გაგებით, სისხლით იყო მორწყული რუსთაველის გამზირი და ცხედრები შემდეგ განათავსეს ჯიხურებზე, იმისათვის, რომ დენით ადამიანების დაღუპვის იმიტაცია მოეწყოთ, ეს არის მათი სახე

26 მაისს „ნაციონალებმა” რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მოწყობა, ეს მათ თავხედობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას ახსოვს, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს.

„პირდაპირი გაგებით, სისხლით იყო მორწყული რუსთაველის გამზირი და ცხედრები შემდეგ განათავსეს ჯიხურებზე, იმისათვის, რომ დენით ადამიანების დაღუპვის იმიტაცია მოეწყოთ. ეს არის მათი სახე და ახლა ამ ადამიანებმა გაბედეს, რომ ამ ადგილას, იმავე დღეს ჩაეტარებინათ საპროტესტო აქცია. საზოგადოებისგან მათ უკვე მიიღეს პასუხი და პასუხი იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ძალიან მცირე რაოდენობა გამოვიდა. ესენი არიან უმეტესად შეცდომაში შეყვანილი ადამიანები. მათი მცირე ნაწილი არის უცხოური აგენტურა. ასეც და ისეც, მთავარია, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა დგას სწორ მხარეს, მხარს უჭერს მშვიდობისა და განვითარების კურსს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები