ნიკა მელია: მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ

0

“მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ…” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” თოქშოუ “პოლიტმეტრში” განაცხადა.

მისი თქმით, მთელი ოპოზიციური სპექტრი ძირითადი საკითხების გარშემო ერთსულოვანია.

“რაც არ უნდა გავაკეთოთ, პირდაპირ გეუბნებით, ძალიან მკვეთრი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ, რომ შევიჭრა ახლა პარლამენტში და გამოვიყვანო ყველა, ენერგია რომ მომეცეს იმდენი, რომ 150 ადამიანს მოვერიო, არჩევნები ხომ მაინც უნდა ჩატარდეს. უპრეცედენტო რამ ხდება ახლა, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთსულოვანია ძირითადი საკითხების გარშემო”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, არჩევნები მოსაგებია არჩევნებამდე.

“არჩევნები მოსაგებია არჩევნებამდე და ეს პროცესი, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ, რომ ხორცი შევასხათ, უკვე ამოქმედებულია და კულმინაცია იქნება 4 აპრილს”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი