პატრულ-ინსპექტორებმა რუსთავის N15 საჯარო სკოლის პირველკლასელებს უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
უწყების ინფორმაციით, ამჯერად, პატრულ-ინსპექტორები ქალაქ რუსთავის N15 საჯარო სკოლას ეწვივნენ და პირველკლასელი მოსწავლეებისთვის საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარეს.
სამართალდამცველებმა ბავშვებს ქუჩაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და სკოლასთან მდებარე “ზებრა”-გადასასვლელზე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. იგი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი