მარტვილში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ნაგვაზაოს, ხუნწის, ინჩხურის და დოშაყეს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარები ესწრებოდნენ.

საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნის, ხიდ-ბოგირების, ცხაურების და გაბიონების მოწყობა, სკვერის მოწყობა, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.

2020 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შემდეგი შეხვედრა  ლეხაინდრაოს და ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები