თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, ჟვანიას, ლესია უკრაინკას, ბესიკის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და ჩიტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას და შინდისის მცხოვრებლებს.12:00 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ლიკანის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ცოტნე დადიანის, ჩაქვის, წიკლაურის, ჯანელიძის, თოფურიძის, არალეთის, მექანიზაციის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, შეშელიძის, თემქის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვლის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონას დასახლების, ერწოს და ქვიშხეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას და ნათაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები