ონის მუნიციპალიტეტის მერმა სოფლებში არსებულ პრობლემებსა და  საჭიროებებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,  მოადგილეებთან ერთად,  მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან  სამუშაო თათბირი გამართა და ზამთრის სეზონის მიმდინარეობაზე,   სოფლებში არსებულ  პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, სოფლამდე მისასვლელი და შიდა სასოფლო გზების მდგომარეობა,   გარე განათების და სასმელი  წყალთან დაკავშირებით არსებული პრობლემური საკითხები განიხილეს.

ემზარ საბანაძის განცხადებით, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებს და მერის წარმომადგენლების მიერ,  ამ კუთხით გაწეულ სამუშაოს მონიტორინგი გაეწევა ,რის მიხედვითაც თითოეული წარმომადგენლის საქმიანობის ეფექტურობა შეფასდება  და მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სასურველი შედეგის მისაღწევად შესაბამისი მითითებები გაიცემა.

მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის  განყოფილების ხელმძღვანელმა, მირანდა მეტრეველმა, წარმომადგენლებს მოუწოდა   თავიანთ ადმინისტრაციული  ერთეულების  სოფლებში, ყველა ოჯახთან ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია, რათა ადგილობრივი  მცხოვრებლების ნებისმიერი პრობლემის შესახებ ინფორმირებული იყოს მერიის შესაბამისი სამსახური და შეძლებისდაგვარად იმოქმედოს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ ლობჯანიძის განცხადებით,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შერჩეული პროექტების საკითხი სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის  სამსახურთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა  განიხილონ, შემდეგ კი  საბოლოო ვარიანტი   საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანონ .

შეხვედრას შ.პ.ს “ონის სერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძეც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები