“სოფლის მხარდაჭერის პროგრის” ფარგლებში საირხისა და ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრები გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, ქორეთისა და საირხის  ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოსახლეობამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმ პრიორიტეტულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც სოფლებში განხორციელდება.

სოფელ კალვათაში ცენტრალურ გზაზე გარე-განათება მოეწყობა, რომლისთვისაც 12 000 ლარია გამოყოფილი. სოფელ ქორეთში,  ბერიძეებისა და გოგოლაძეების უბნებში, რკინა-ბეტონის საფარი დაიგება, აღნიშნული პროექტი 20 000 ლარით დაფინანსდება.

სოფელ ჭორვილაში, მჭედლიშვილებისა და გოგატიშვილების უბანში, კულტურისა და დასასვენებელი ბაღი მოეწყობა, რისთვისაც გამოყოფილია 20 000 ლარი.

ასევე 20 000 ლარით დაფინანსდება, სოფელ საირხეში სასულიერო სკოლის მიმდებარედ სპორტული (კალათბურთის) მოედნის მოწყობის სამუშაოები.

შეხვედრა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები