ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის სკოლებში არსებულ ვითარებას გაეცნო

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელ ედუარდ გოგრაჭაძესთან ერთად, სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო და პედაგოგებისგან სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ  ინფორმაცია მოისმინა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უამინდობას სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია და მოსწავლეების დასწრების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია გათბობით და ტრანსპორტის მომსახურებით.

“სკოლებში არსებული მდგომარეობის გასაცნობად, რამდენიმე სკოლას ვეწვიეთ. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი პირობები შევუქმნათ. მიუხედავად უამინდობისა და ყინვებისა, სკოლებში სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის ყველა პირობაა შექმნილი“,- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

სკოლების მონახულების შემდეგ, შუახევის მერმა რესურსცენტრის თანამშრომლებთან შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ცნობისთვის, შუახევში 43 საჯარო და ერთი კერძო სკოლა ფუნქციონირებს. მოსწავლეთა სწავლა – განათლებაზე 751 პედაგოგი ზრუნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები