ბესიკ ამირანაშვილი მელიორაციის წარმომადგენლებს შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი მელიორაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
რეგიონში მელიორაციის მიმართულებით მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები, სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივ სამსახურის ხელმძღვანელებმა განიხილეს და პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად, 2020 წლის გეგმები ერთობლივად დასახეს.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერები და მელიორაციის ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.